გლდანში, მე-5 და მე-7 მიკრორაიონებს შორის არსებულ ტერიტორიაზე საფეხბურთო სპორტული ცენტრი აშენდება

გლდანში, მე-5 და მე-7 მიკრორაიონებს შორის არსებულ ტერიტორიაზე საფეხბურთო სპორტული ცენტრი აშენდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „ფეისბუქ“ მიმართვისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე სპორტული ცენტრის პროექტს თბილისის მერია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ახორციელებს. მისივე თქმით, პროექტი 2020 წლის შემოდგომაზე დასრულდება. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, სპორტული ცენტრით ბავშვები უფასოდ ისარგებლებენ.

„გლდანში მე-5 და მე-7 მიკრორაიონებს შორის დიდი ტერიტორია არსებობს, რომელიც წლების განმავლობაში მიგდებული და გაუბედურებული იყო. თუმცა, ადრე, ჩემს ბავშვობაში აქ, მახსოვს სტადიონი იყო და სათამაშოდ ხშირად მოვდიოდით. გადავწყვიტეთ, რომ ფედერაციასთან ერთად განვახორციელოთ ძალიან მაგარი პროექტი, მხედველობაში მაქვს, საფეხბურთო სპორტული ცენტრი. მშენებლობას დღეს ვიწყებთ. პროექტი 2020 წლის სექტემბრის ან ოქტომბრის თვეში დასრულდება. გლდანს კიდევ ერთი სპორტული სივრცე შეემატება, სადაც ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ იარონ არა ქალაქის სხვადასხვა უბნებში, არამედ აქვე, საკუთარ საცხოვრებელ კორპუსებთან ახლოს. ძალიან მაგარი პირობები ექნებათ. სპორტული მოედანი გაკეთდება ხელოვნური საფარით. ასევე იქნება ყველაფერი ის, რაც კი საჭიროა სპორტული ცენტრისთვის: საშხაპეები, გასახდელები და ა.შ. ეს ყველანაირად იქნება კეთილმოწყობილი, საშუალება ექნებათ ბავშვებს აქ ივარჯიშონ. რაც ყველაზე მთავარია, არ იქნება არანაირი გადასახადი. ფეხბურთის ფედერაცია ყველა ხარჯს საკუთარ თავზე იღებს. გლდანში ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება. ჩვენ არ გვაქვს ის დამოკიდებულება, რომ მხოლოდ ცენტრალური უბნები გაკეთდეს. ყველა უბანი და რაიონი თანაბრად უნდა განვითარდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა