ეკა ბესელია - კოლეგებს მივმართავ, კენჭისყრისთვის კონსოლიდირება მოვახდინოთ - ყველასთან ვისაუბრებ, ვინც მზადაა, რომ უზენაესი სასამართლოს ოკუპაციას მხარი არ დაუჭიროს

მინდა მივმართო ყველა ჩემ კოლეგას პარლამენტში, კარგად გაიაზრონ რას მოემსახურება მათი ხმა - ქვეყნის მომავალს თუ უბედურებას და დაბრუნებას იმ უბედურ წარსულში, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პროცესმა რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მიმდინარეობდა, უმძიმესი სურათი აჩვენა, რის გამოც უნდობლობა უნდა გამოუცხადონ 20- კაციან სიას.

„სურათი ასეთია, რომ მოსამართლეთა დიდი ნაწილი, 20-დან 15 მოქმედი მოსამართლე, რომელიც სამოსამართლეო საქმიანობას ახორციელებდა, ვერ უძლებს კრიტიკას და ვერანაირ სტანდარტს კომპეტენციის და კეთილსინდისიერების კუთხით. ერთი-ორი იშვიათი გამონაკლისის გარდა კომპეტენციის ნაწილშიც არის უმძიმესი სურათი. ამ პროცესმა აჩვენა რომ შერჩეულია იუსტიციის საბჭოს მიერ არა საუკეთესო კანდიდატები, არამედ მათი უმრავლესობა წარმოადგენს მოსამართლეთა ვიწრო ჯგუფთან, კლანთან დაახლოებულ პირებს. მინდა მივმართო ყველა ჩემ კოლეგას პარლამენტში, კარგად გაიაზრონ ქვეყნის და მომავლის წინაშე მათი ხმა რას მოემსახურება - ქვეყნის მომავალს თუ უბედურებას და დაბრუნებას იმ უბედურ წარსულში. ამიტომ ეს არის უმძიმესი და ურთულესი არჩევანი, რომელიც მალე უნდა გააკეთოს ყველამ“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, დღეიდან იწყებს კონსულტაციებს ყველასთან და არ აპირებს მშვიდად დაელოდოს კენჭისყრის დღეს.

"ვინც მზადაა იყოს პრინციპული და არ დაუჭიროს მხარი უზენაესი სასამართლოს ოკუპაციას, ყველასთან ვისაუბრებთ, რომ კონსოლიდირება მოვახდინოთ კენჭისყრის დღისთვის, რათა იგრძნოს პარლამენტის უმრავლესობამ საზოგადოების მკვეთრად უარყოფითი განწყობა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა