არჩილ გაჩეჩილაძის შეფასებით, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა უარყოფითად აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე

საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის, არჩილ გაჩეჩილაძის შეფასებით, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა უარყოფითად აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე.

როგორც არჩილ გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის მიერ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის კომენტირებისას განუცხადა, „რეფინანსირების განაკვეთის ზრდა უარყოფითად მოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა ამ ნაბიჯის მიზანი, როგორც ეროვნულმა ბანკმა განმარტა, გაზრდილი ინფლაციის შემცირებაა".

არჩილ გაჩეჩილაძის თქმით, დოლარში არსებულ დეპოზიტებთან დაკავშირებით მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის 5%-ით შემცირების შედეგად, იურიდიული პირების დაკრედიტება საკმაოდ გააქტიურებულია.

„მოგეხსენებათ, 200 000 ათას ლარამდე კერძო პირებზე უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემა იკრძალება, შესაბამისად, ნებისმიერი ამ ტიპის ქმედება ხელს უწყობს მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს, რომ შეღავათიანი დაკრედიტება მიიღონ“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა.

რაც შეეხება საკითხს, თუ რამ განაპირობა მიმდინარე წელს ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასის შემცირება, გაჩეჩილაძის თქმით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გამოიყოს და მათ შორის ერთ-ერთი ივნისის მოვლენები და შესაბამისად, ლარის სისუსტეა. მისივე თქმით, ინვესტორებისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, რას უნდა ელოდნენ ახალი რეგულაციების კუთხით და ამ მიმართულებით მეტი გამჭვირვალობისთვის ნაბიჯების გადადგმა შესაძლებელია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა