ანა დოლიძე - ქართველ ერს აწუხებს ოკუპაცია, ჯანდაცვა, სიღარიბე, სასამართლო და ამ თემებზე „ ქართული მარში" ჩირგვებშია დამალული

ქართველ ერს აწუხებს ოკუპაცია, ჯანდაცვა, სიღარიბე, სასამართლო და ამ თემებზე „ქართული მარში" ჩირგვებშია დამალული,- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ამით ის გამოეხმაურა ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების ჩაშლის დაანონსებას რადიკალი ჯგუფების მხრიდან.

მისივე თქმით, რეალურ პრობლემებთან დაკავშირებით „ქართული მარშის“ განცხადებებს და აქტიურობას ვერ ხედავს, სხვა ყველაფერი კი დოლიძის შეფასებით, პოლიტიკური თამაშია.

„ჩვენ ვერ ვხედავთ „ქართულ მარშს“ იქ, სადაც მართლა არის ბრძოლა საქართველოს გადარჩენისთვის. „ქართული მარში“ არ გვინახავს საოკუპაციო ხაზთან, მცოცავი ოკუპაციის დროს, სასამართლოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში, საერო ეპიდემიასთან - აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებასთან ბრძოლაში.

სხვა ყველაფერი არის ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური თამაში, რომელიც რამდენად აწუხებს ქართველ ერს, მე არ ვიცი. ქართველ ერს აწუხებს ოკუპაცია, ჯანდაცვა, სიმსივნეები, სიღარიბე, სასამართლო. სად არის რომელიმე ამ თემასთან დაკავშირებით „ქართული მარში“? ჩირგვებშია დამალული“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა