პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე შექმნილი ვითარების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსა და ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე შექმნილი ვითარების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. პოლონეთის საგარეო უწყება ეხმაურება ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე გადასასვლელი პუნქტების დახურვასა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაკვირვებლების დაკავებას ე.წ. სამხრეთ ოსეთის „უსაფრთხოების სამსახურის“ მიერ.

როგორც პოლონეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პოლონეთი მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

„მსგავსი უკანონო ქმედებები კიდევ უფრო ამძაფრებს ადგილობრივი მოსახლეობის მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და ნათლად წარმოაჩენს თბილისის წინააღმდეგ განხორციელებულ კონფრონტაციულ პოლიტიკას, რომელსაც სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება და მოსკოვი ერთობლივად ახორციელებს 2008 წლის აგვისტოს შემდეგ“, -ნათქვამია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა