ფილმთან „და ჩვენ ვიცეკვეთ“ დაკავშირებით, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადების საფუძველზე, შსს-მ შესწავლა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი დეპუტატის დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადების საფუძველზე შესწავლა დაიწყო. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა ნინო ცაციაშვილმა განაცხადა. ცაციაშვილის თქმით, დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში პოლიცია შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

„რაც შეეხება დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებას, მიმდინარეობს განცხადებაში მითითებული გარემოებების შესწავლა და დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, პოლიციის მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

ყოფილმა დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას მიმართა, რათა ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება აიკრძალოს და მასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს. კერძოდ, დეპუტატი ამბობს, რომ ფილმი შეიცავს პორნოგრაფიულ კონტენტს, რაც ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არის გამომრიცხავი გარემოება ასეთი ფილმის კინოჩვენებაში და კინოგაქირავებაში ჩაშვებასთან დაკავშირებით.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს