მარია ზახაროვა - მაკრონის სიტყვები „ნატო-ს ტვინის სიკვდილის“ შესახებ, ოქროს სიტყვებია, ის ზუსტად ასახავს ალიანსის მდგომარეობას

რუსეთი მიესალმება საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებებს „ნატოს ტვინის სიკვდილის“ თაობაზე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, მაკრონმა „ოქროს სიტყვები“ წარმოთქვა.

„ეს ოქროს სიტყვებია. ზუსტად ასახავს ნატო-ს ამჟამინდელ მდგომარეობას. თუმცა, აქ არის ერთი „მაგრამ“. კონკრეტულად როგორ აპირებს ევროპა საკუთარი ბედის კონტროლს? მეოცე საუკუნეში ორი მსოფლიო ომი იყო, მე-19 საუკენში კი გაუთავებელი ომები და „იდეოლოგიის ექსპორტი“ მიმდინარეობდა ხმლებითა და შუბებით. პროცესებმა მსოფლიო მეორე მსოფლიო ომამდე მიიყვანა, რაც შემდგომ ევროპის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტეგრაციაში გადაიზარდა. ეს ევროპას დაეხმარა შიდა კონფლიქტების მოგვარებაში, თუმცა ამ ყველაფერმა იდენტობის კრიზისამდე მიგვიყვანა“,-წერს ზახაროვა.

შეგახსენებთ, The Economist-თან ინტერვიუში, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპა უფსკრულის პირასაა და ყურადღება კონტინენტის თავდაცვის პოტენციალის გაზრდაზე გაამახვილა . ამასთან, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „ის, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, არის ნატო-ს ტვინის სიკვდილი“.

იხილეთ ვიდეო: მარია ზახაროვა - მაკრონის სიტყვები "ნატო-ს ტვინის სიკვდილის" შესახებ, ოქროს სიტყვებია, ის ზუსტად ასახავს ალიანსის მდგომარეობას

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა