მე-9 სართულიდან გადავარდნილი მოზარდის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატი - პროკურატურამ სასამართლოს კიდევ ერთხელ „შეუსრულა"

პროკურატურამ სასამართლოს კიდევ ერთხელ „შეუსრულა", - ასე გამოეხმაურა ვარკეთილში მე-9 სართულიდან გადავარდნილი მოზარდის ჯგუფურად ძარცვის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნებიდან ერთ-ერთის ადვოკატი, დავით გირგვლიანი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებად სცნო.

დავით გირგვლიანი მოსამართლე ლევან გელოვანთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის მიკერძოებულია.

„პროკურატურის მიერ წარმოდგენილია არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებები. მოსამართლემ ხაზი გაუსვა დარღვევის არსებობას, მან განაცხადა, რომ დარღვევები იყო, თუმცა, მტკიცებულებები დაუშვებლად მაინც არ სცნო. პროკურატურამ სასამართლოს კიდევ ერთხელ „შეუსრულა". ეს სასამართლოს შემადგენლობა ნამდვილად არ იყო თავისუფალი. მოსამართლე ნამდვილად მიკერძოებული იყო.

მიმაჩნია, რომ თუ სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ არსებით დარღვევებს ჰქონდა ადგილი, მაშინ მტკიცებულებები დაუშვებლად უნდა ეცნო. მოსამართლის აცილების შუამდგომლობა არ დაგვიყენებია. ძალიან საინტერესო და არც თუ ისე მოხერხებულ პროცესს ვპირდებით პროკურატურას. აუცილებლად დავამტკიცებთ იმას, რომ ეს საქმე ობიექტურად არ არის გამოძიებული", - განაცხადა გირგვლიანმა.

საქმის პროკურორის ნათია ქომოშვილის განცხადებით კი, ბრალდების მხარეს სასამართლოში არაერთი მტკიცებულება აქვს წარდგენილი, რომელიც ბრალდებულების მიერ ჩადენილ დანაშაულზე მიუთითებს.

„სასამართლომ ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება დასაშვებად სცნო. აღნიშნული საქმე მრავალტომიანია, ბრალდების მხარემ სასამართლოში არაერთი უტყუარი მტკიცებულება წარადგინა, რომლითაც უტყუარად დასტურდება არასრულწლოვანი ბრალდებულების მხრიდან მ.კ.-ს მიმართ ძარცვის ფაქტი", -განაცხადა ქომოშვილმა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 20 ნოემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა