კინოთეატრ „ამირანთან“ და მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული

კინოთეატრ „ამირანთან“ და მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცველებს კინოთეატრის შესასვლელთან კორდონი აქვთ გაკეთებული.

რაც შეეხება ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიას, აქ ყვითელი ავტობუსებით სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ავტომანქანების სადგომი კი პოლიციის ლენტითაა შემოსაზღვრული.

შეგახსენებთ, რომ ქართულ-შვედური, რეჟისორ ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" საპრემიერო ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დღეს გაიმართება. აღნიშნული ფილმის ჩვენებას აპროტესტებენ „ქართული მარში“, ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები და სასულიერო პირები.

იხილეთ ვიდეო: კინოთეატრ "ამირანთან" და მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს