გიგა ბოკერია უმრავლესობას - უმრავლესობის 5-6 წევრს და ერთი-ორ მინისტრს და მის მოადგილესაც ჰკითხეთ, სად იყვნენ 2012 წლამდე

უმრავლესობის 5-6 წევრს და ერთი-ორ მინისტრს და მის მოადგილესაც ჰკითხეთ, სად იყვნენ 2012 წლამდე, - ასე მიმართა "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგა ბოკერიამ უმრავლესობის წევრებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც უზნაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს გოჩა ჯეირანაშვილს უსმენენ. ამ განცხადებით გიგა ბოკერია კანდიდატების მიმართ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ დასმულ კითხვებს გამოეხმაურა და იმ პირებზე მიანიშნა, ვინც წარსულში წინა ხელისუფლებასთან იყვნენ დაკავშირებულნი.

"დღეს ბოლო მოსმენა გვაქვს და უნდა ვისარგებლო ამით, ყველა კითხვა ვისაც უსმენდნენ იყო 2012 წლამდე სად იყავი, რას აკეთებდი, დაგმე წინა ხელისუფლება, სულ ამაზე ხართ და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოგიწოდოთ, ეს ლოგიკა გაავრცელოთ თქვენი უმრავლესობის 5-6 წევრზეც. ჰკითხეთ, სად იყვნენ 2012 წლამდე და ერთი-ორ მინისტრს და მინისტრის მოადგილესაც ჰკითხეთ, სად იყვნენ 2012 წლამდე, მარტო ამ ხალხზე რომ გახსენდებათ", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს