„ტოიოტა ცენტრ თბილისმა“ მომხმარებელს ახალი Toyota C-HR-ი წარუდგინა

TOYOTA-ს პირველმა ოფიციალურმა დილერმა საქართველოში - „ტოიოტა ცენტრ თბილისმა“ მომხმარებელს Toyota C-HR-ის უახლესი მოდელი გააცნო და მისი, როგორც ბენზინის, ასევე ჰიბრიდულ ძრავაზე მომუშავე ავტომობილები წარუდგინა.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის” ინფორმაციით, Toyota C-HR-ის პრეზენტაციას, რომელიც „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ შოურუმში ჩატარდა, „ტოიოტა კავკასიის“, ტოიოტას რეგიონული ოფისისა და საქართველოში მოქმედი სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები, ასევე, ავტომოყვარულები ესწრებოდნენ.

როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ დამფუძნებელმა ირაკლი გურჩიანმა აღნიშნა, უზადო დიზაინის, უახლესი ფუნქციებისა და უსაფრთხოების სისტემების წყალობით, Toyota C-HR-ი მაქსიმალურად სრულყოფილი, საიმედო და კომფორტულია. ამავე დროს, ის ვიწრო გზებზეც რბილად სამართავია. მისი თქმით, ახალი მოდელი მყისიერი აჩქარების შესაძლებლობით, სიმძლავრის უმოკლეს დროში განვითარებითა და განსაკუთრებული ეკონომიურობით გამოირჩევა.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნინო გაგუას თქმით, C-HR-ის შექმნის პროცესში „ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ დიზაინერების ინსპირაცია ალმასი იყო.

„C-HR-ის განახლებული ექსტერიერი სწორედ ალმასის წახნაგოვანი ფორმების გამეორებაა, რაც მის შეუპოვარ და სპორტულ ფორმას უსვამს ხაზს. იგივე შეიძლება ითქვას ინტერიერზეც. მაჩვენებელთა დაფა, მულტიმედია ეკრანი და სხვადასხვა დამატებითი ღილაკი მძღოლისკენ არის მიმართული, რაც დიდ კომფორტს ქმნის ავტომობილის მართვისას. სპორტული სავარძლები კი უსაფრთხოების დამატებითი გარანტიაა ნებისმიერი სიჩქარით გადაადგილებისას. გარდა პრაქტიკული დანიშნულებისა, C-HR-ის სალონში შენიშნავთ დახვეწილ ვიზუალურ დეტალებს, LED-განათებასა და ალმასის ფორმის ჭრილებს. მოდელი აღჭურვილია JBL აუდიოსისტემით, რომელიც შეუდარებელ ჟღერადობას იძლევა. თუ არჩევანს C-HR-ზე შეაჩერებთ, მალევე აღმოაჩენთ მის ღირსებებს. ეს ქალაქისთვის განკუთვნილი მძლავრი და საიმედო ქროსოვერია, რომლის წინაშეც ყველა გზა ხსნილია“, - აღნიშნა ნინო გაგუამ.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, Toyota C-HR-ი სრულიად ახალი სიტყვაა ავტოდიზაინის სფეროში. ამ მოდელის ძარის ქვედა ნაწილი ქროსოვერია, სახურავი კი - კუპე. სწორედ ამან განაპირობა მისი სახელი - Coupe High Rider. უკანა კარის სახელურები იმგვარადაა განთავსებული, რომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს მოდელი ორკარიანია. აღსანიშნავია, რომ ახალი Toyota C-HR-ი წარმოდგენილია, როგორც ბენზინის, ასევე ჰიბრიდული ძრავითაც და ხელმისაწვდომია სამ ახალ ფერში: ლურჯი, დინამიური წითელი და ნარინჯისფერი.

Toyota C-HR-ს გააჩნია ქალაქში სამოძრაოდ აუცილებელი კომპაქტურობა, გამოირჩევა განსაკუთრებული ეკონომიურობით, აღჭურვილია სრული ამძრაობის უაღრესად გონიერი და ულტრათანამედროვე სისტემით და შემკულია TOYOTA-ს მარკის მოდელებისთვის ჩვეული ღირსებებით, რაც Toyota C-HR-ს ასე მიმზიდველს ხდის მომხმარებლისთვის.

Toyota C-HR-ის 1,2-ლიტრიანი ტურბოაგრეგატის სიმძლავრე 116 ცხენის ძალაა. ასეთი ძრავით აღჭურვილი ავტომობილი 100 კმ-ზე, საშუალოდ, 6,6 ლიტრს საწვავს მოიხმარს, რაც უსაფეხურო ავტომატური გადაცემათა კოლოფის დამსახურებაცაა. მონაცემი შთამბეჭდავია იმის გათვალისწინებით, რომ ავტომობილი სრულამძრავიანია (4x4). გაცილებით საინტერესოა C-HR-ჰიბრიდი, რომელიც 1,8-ლიტრიანი ძრავითა და ლითიუმ-იონური (ბატარეით) ელექტრომოტორითაა აღჭურვილი, სისტემური სიმძლავრე კი 122 ცხენის ძალა აქვს.

ცნობისათვის, „ტოიოტა მოტორ კორპორაციამ“ C-HR-ი სპეციალურად ევროპის ბაზრისთვის შექმნა. მისი კონცეპტუალური მოდელი, პირველად, 2014 წელს, პარიზის ავტოგამოფენაზე წარადგინეს, 2016 წლიდან კი მისი სერიული წარმოება დაიწყო. გამოჩენისთანავე, Toyota C-HR-მა ძლიერი გავლენა იქონია C-SUV სეგმენტზე. პირველივე წელს, ევროპაში 120 000 ერთეული Toyota C-HR-ი გაიყიდა და მყისიერად დაისაკუთრა სეგმენტის 10%-იანი წილი. მნიშვნელოვანია, რომ ყოველი 10 გაყიდული ავტომანქანიდან, 8 - ჰიბრიდული ელექტროძრავით იყო აღჭურვილი.

წარმატებული გაყიდვები გრძელდება - მომხმარებელს ახალი მოდელის Toyota C-HR-ის შეძენა დღეიდან უკვე „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ შეუძლია”, - ნათქვამია „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - უბრალოდ, ივანიშვილს  ვერ წარმოუდგენია, რომ თავადაც ძველი ხელისუფლების მსგავსი შეცდომები მოსდის
ქართული პრესის მიმოხილვა 16.11.2019
ხათუნა ლაგაზიძე -  პარლამენტში მიმდინარე პროცესები იმის ტესტიც არის, თუ რად უღირს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას საქართველო
ოფისი განახლებულ ჭავჭავაძეზე, ბიზნეს-ცენტრ პიქსელში
საქართველოში მინა-პაკეტის დამზადების ხარისხის კონტროლი ჩატარდა
გამოიძახე ექიმი სახლში - REDMED ინოვაცია ქართულ სამედიცინო სფეროში
#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა