გია ვოლსკი - ბოკერია გათავხედებულია უკმეხი გამონათქვამებით

მე ვფიქრობ, რომ თვითონ ბოკერია არის ხშირ შემთხვევაში გათავხედებული უკმეხი გამონათქვამებით, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი "ევროპული საქართველოს" წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებას.

ვოლსკიმ ბოკერიას განცხადება შეაფასა იმის შესახებ, რომ ვინც ლევან აკინის ფილმს "და ჩვენ ვიცეკვეთ" ეწინააღმდეგება, "ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად გათავხედებული ხალხია".

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, სახელმწიფოს ამოცანაა, დაპირისპირების ის ხარისხი არ მივიღოთ, რომელიც ქვეყანას გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის.

"მე ვფიქრობ, რომ თვითონ ბოკერია არის ხშირ შემთხვევაში გათავხედებული უკმეხი გამონათქვამებით. არსებობს ჯგუფი, რომელსაც არ მიაჩნია სწორად პროპაგანდა ისეთი ადამიანური ურთიერთობის, რომელიც უპირისპირდება გარკვეულ ტრადიციას, რომლითაც საქართველო დღემდე მოვიდა. არის მეორე ჯგუფი, რომელსაც მიაჩნია, რომ ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა და ამაზე შეიძლება ფილმიც გადაიღონ, თუნდაც ქართული ცეკვის გამოყენებით. ეს მოცემულობაა. რამდენადაც უკმეხი განცხადებები არ უნდა აკეთოს ბოკერიამ ან სხვამ, ეს აზრი არსებობს და იატაკქვეშ ვერ დაიმალება. სახელმწიფოს ამოცანაა, დაპირისპირების ის ხარისხი არ მივიღოთ, რომელიც ქვეყანას გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის. ქვეყანაზე ვიფიქროთ ყველამ, ერთმა მხარემაც და მეორე მხარემაც. ზოგიერთ პოლიტიკოსს კიდევ შევახსენებ, რომ პოლიტიკის გარდა არსებობს სამშობლო, რომელზეც მეტი უნდა ვიფიქროთ", - განაცხადა ვოლსკიმ და დასძინა, რომ "კანონი არ უნდა დაირღვეს, რომელიც ყველასთვის ერთია, რა ორიენტაციისაც არ უნდა იყოს ადამიანი".

"ჩემი დამოკიდებულება მაქვს, ჩემი ემოცია, მაგრამ პასუხისმგებლობაც მაქვს, რომ არ დავუშვა დაპირისპირების ის ხარისხი, რომელმაც სახელმწიფოს შეიძლება საფრთხე შეუქმნას",- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ყველა ჯგუფი და მათ შორის სასულიერო პირთა ნაწილი, რომელიც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ წინააღმდეგ კამპანიას აგორებს, ჩვეულებრივი პროპუტინისტური ფაშისტები და საქართველოს თავისუფლების მტრები არიან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს