ნაზი ჯანეზაშვილი - არავინ დაიჯეროს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში ჩინჩალაძის ნებართვის გარეშე ერთი ადამიანი მაინც მოხვდა

არავინ დაიჯეროს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში, ჩინჩალაძის ნებართვის გარეშე, ერთი ადამიანი მაინც მოხვდა, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ამ კანდიდატებიდან პარლამენტი ერთს მაინც შეარჩევს, ეს „კლანთან“ კომპრომისი იქნება.

„ის პროცესი, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განახორციელა, არ იმსახურებს ნდობას და უფრო მეტიც, იმდენად ბევრია დარღვევა, რომ პარლამენტმა ერთი კაციც რომ აირჩიოს ამ კანდიდატებიდან, იქნება ამ ხარვეზებისა და დარღვევების ლეგიტიმაცია. ეს იქნება კომპრომისი „კლანთან“, რადგან არავინ დაიჯეროს, რომ ამ სიაში ერთი ადამიანი მაინც მოხვდა ჩინჩალაძის ნებართვის გარეშე. ცხადია, რომ ვინც ამ სიაში მოხვდა, მისი კანდიდატურა არის დადასტურებული ჩინჩალაძისა და მისი „კლანის“ მიერ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა ეს გაიაზროს“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ბოლო კანდიდატს მოუსმინეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო