არჩილ თალაკვაძე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენებასთან დაკავშირებით - ჩვენი თანამოქალაქეების უფლებები დაცული იქნება

ყველას შეუძლია თავი გამოხატოს ხელოვნებაში ისე, როგორც ამას საჭიროდ თვლის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ფილმთან „და ჩვენ ვიცეკვეთ” დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.

არჩილ თალაკვაძე იმედოვნებს, რომ დღეს „ყველაფერი კარგად ჩაივლის”.

„შს სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები სწორია. ეს არის პრევენციული ნაბიჯები იმისთვის, რომ საზოგადოებრივი წესრიგი დაცული იყოს და ჩვენი მოქალაქეების უფლებები არ შეილახოს. მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვას კანონი არეგულირებს და რა თქმა უნდა, დღეს დაცული იქნება ჩვენი თანამოქალაქეების უფლებები. ყველას შეუძლია თავი გამოხატოს ხელოვნებაში ისე, როგორც ამას საჭიროდ თვლის. ბუნებრივია, სახელმწიფო აქ იქნება ჩვენი მოქალაქეების უფლებების დამცველი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქართულ-შვედური, რეჟისორ ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" საპრემიერო ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დღეს გაიმართება, რის საპროტესტოდაც გარკვეული ჯგუფები აქციებს მართავენ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს