„ერთიანი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი ოთარ თავართქილაძე - ეს ხელისუფლება არჩევნების შედეგების გაყალბებას ვეღარ გაბედავს

2020 წლის არჩევნებისათვის ჩვენ მზადება უკვე დავიწყეთ. ნამდვილად ვერავინ შეგვაჩერებს, რადგან ვიცით, რომ ჩვენი ბრძოლა არის სწორი და სამართლიანი. 2020 წლის არჩევნებმა უნდა უზრუნველყოს, რომ ქვეყნის მართვის მონოპოლია ერთ პოლიტიკურ ძალას აღარ ჰქონდეს, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა და თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ოთარ თავართქილაძემ ქალაქის რაიონულ ორგანიზაციებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ერთიანი საქართველოს“ ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე და პარტიის გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე. შეხვედრაზე მხარდამჭერების მხრიდან დაისვა შეკითხვები, თუ რა შესაძლებლობას მოგვცემს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და რამდენად რეალურია არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარება.

ოთარ თავართქილაძე აცხადებს, რომ ძნელია ადამიანების დარწმუნება იმაში, რომ არჩევნები კვლავ არ გაყალბდება და მოპოვებულ ხმების დაცვა მაქსიმალურად მოხერხდება.

„საპარლამენტო არჩევნებზე აბსოლუტური უმრავლესობის მიღების შანსი არც ერთ პარტიას არ გააჩნია, რაც ნამდვილად პოზიტიური მოვლენაა. დღევანდელი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით საკონსტიტუციო უმრავლესობით ხელისუფლებაში ვერავინ ვერ უნდა მოვიდეს. რაც შეეხება არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარებას, ჩვენ გპირდებით, რომ კანონით დასაშვებ ყველა მეთოდს გამოვიყენებთ და არ დავთმობთ არც ერთ ხმას. ეს ხელისუფლება ვეღარ გაბედავს არჩევნების შედეგების გაყალბებას.

2020 წლის ან უფრო ადრინდელი არჩევნებისთვის ჩვენ მზადება უკვე დავიწყეთ. ნამდვილად ვერავინ შეგვაჩერებს, რადგან ვიცით, რომ სამართლიანი და სწორია ჩვენი ბრძოლა",-განაცხადა ოთარ თავართქილაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა