სახარების ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის წარმომადგენლებმა ახალციხის, ტაო-კლარჯეთის და ლაზეთის ეპარქიას დიდი რაოდენობით ტანისამოსი გადასცეს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, სახარების ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის წარმომადგენლებმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის: ახალციხის, ტაო-კლარჯეთის და ლაზეთის ეპარქიას დიდი რაოდენობით ტანისამოსი გადასცეს, როგორც ბავშვებისთვის ასევე უფროსებისთვის. აღნიშნულ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ქმედება რეგიონის სოციალურად დაუცველი მოსახელობისთვის მნიშვნელოვანი დახმარებაა.

„ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) გულითადი მადლობა გადაუხადა მისია „ფრიდენსბოტეს“ და სახარების ქრისტიან-ბაპტისტთა კავშირის წარმომადგენლებს დახმარებისათვის, მისი განცხადებით დახმარება, ყველა სოციალურად დაუცველ ოჯახზე თანაბრად გადანაწილდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახარების ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირი აქტიურად თანამშრომლობს რელიგიის სააგენტოსთან და მონაწილეობს ყველა ღონისძიებაში, რომელიც სააგენტოს ინიციატივით იმართება ინტერრელიგიური დიალოგის ხელშეწყობის მიზნით“, - აღნიშნულია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს