ანრი ოხანაშვილი გედევან ფოფხაძეს - ბატონო გედი, ნუ გადავალთ დაუკრეფავში

ბატონო გედი, ნუ გადავალთ დაუკრეფავში, - ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა დამოუკიდებელ დეპუტატს გედევან ფოფხაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გოჩა ჯეირანაშვილს უსმენენ.

ანრი ოხანაშვილისა და გედევან ფოფხაძის სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი გედევან ფოფხაძის მიერ კომიტეტის სხდომაზე გაკეთებული განცხადება გახდა, სადაც მან აღნიშნა, რომ „ოცნების“ ის დეპუტატები, რომლებიც აღნიშნულ კანდიდატს ხმას მისცემენ, მიხეილ სააკაშვილზე უარესი არიან და დასძინა, რომ ანრი ოხანაშვილი სავარაუდოდ, მისთვის ხმის მიცემას აპირებს.

„თქვენ რომ ვინმემ ხმა მოგცეთ, ის იქნება არა უბრალოდ „ნაცი“, არამედ „ნაცი“ კვადრატში. ის „ოცნების“ დეპუტატი, რომელიც თქვენ ხმას გაძლევთ, არის „ნაცი“ კვადრატში. ის ადამიანი, ვინც თქვენ ხმას გაძლევთ, მიშა სააკაშვილია, იმაზე უარესია. ამ მოცემულობაში რატომ აგდებთ ამ დეპუტატებს? ანრი იცინის, ეტყობა აპირებს თქვენთვის ხმის მოცემას“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ანრი ოხანაშვილმა დეპუტატს მოუწოდა, მისი მიხეილ სააკაშვილთან გაიგივების გარეშე გაეგრძელებინა კანდიდატთან გასაუბრება.

„რას ჰქვია მე ვისზე ვაპირებ ხმის მიცემას და სააკაშვილთან გაიგივება. გააგრძელეთ ინტერვიუ და ჩემს შეფასებებთან და გაიგივებასთან დაკავშირებით თავი შეიკავეთ, კორექტულობის ფარგლებში გააგრძელეთ ინტერვიუ კონკრეტული სახელების და გვარების გარეშე,“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. კომიტეტის თავმჯდომარის ამ პოზიციას გედევან ფოფხაძემ „აბიჟნიკური“ უწოდა და განაცხადა, რომ მას პრეტენზია არა „ცხენებთან“, არამედ ბიძინა ივანიშვილთან აქვს.

„ეს არის არის ჩვენი უბედურება როცა „ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ სინთეზი იმ კონდიციამდე მიდის. სახელების გარეშე გეუბნები, ბიძინა ივანიშვილს ვადანაშაულებ ამაში, მე ცხენებთან საერთოდ არ მაქვს საქმე, მე მაქვს საქმე ივანიშვილთან,“- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა