ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ორი პირის გარდაცვალებაში ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ორი პირის გარდაცვალებაში ბრალდებული გ.მ. დამნაშავედ ცნო. აღნიშნულ ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2019 წლის 6 აგვისტოს ბაღდათში, გ.მ. მისი მართვის ქვეშ არსებული ,,ბმვ“-ს მარკის ავტომანქანით დასაშვებზე მეტი სიჩქარით მოძრაობდა.

„მანვე უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა და მოპედს შეეჯახა. ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებებით მოპედის მძღოლი დ.ზ. ადგილზე, ხოლო მისი მგზავრიმ.მ. რამდენიმე საათში საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გ.მ-ს ბრალდება 2019 წლის 13 აგვისტოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო