სალომე ზურაბიშვილი “საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხების“ გადაწყვეტის ხელშეწყობის მიზნით ფონდს ქმნის

თანამედროვე ქართული ხელოვნების მუზეუმში სალომე ზურაბიშვილის ფონდის პრეზენტაცია მიმდინარეობს. მოწვეულ სტუმრებს საქართველოს პრეზიდენტმა, ფონდის დამფუძნებელმა, სალომე ზურაბიშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

“ფონდი იწყებს მუშაობას. მგონია, რომ მნიშვნელოვანია, რადგან ცოტა სხვა ტიპის ფონდი არის. ასეთ ფონდებს საერთოდ პრეზიდენტები ქმნიან, როცა აღარ არიან პრეზიდენტები. ცოტა წინსწრებით დავიწყე. ამიტომ, ამ ფონდის მართვაში არ ვიქნები ჩართული, ვიქნები მხოლოდ ინიციატორი. პირველ პროექტს მივცემ ჩემ პატრონაჟს, რომ ჩვენ უფრო ადვილად მოვახდინოთ საერთო სახსრების მობილიზება ამ პროექტისთვის და შემდგომაც. მე ვიქნები მხოლოდ საპატიო დამფუძნებელი”, -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, ფონდი საქართველოში საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტას შეუწყობს ხელს. ფონდის სტრატეგიული მიმართულებებია: ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის გაძლიერება, რეგიონული განვითარების ხელშეწყობა, საქართველოს კულტურის პოპულარიზაცია და გარემოსა და ბიომრავალფეროვნების დაცვა.

სალომე ზურაბიშვილის ფონდის პირველი პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის ინსტიტუციური გაძლიერების ხელშეწყობა, რაც საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

აღნიშნულ სტრატეგიულ მიმართულებებში ინსტიტუციების შესაძლებლობების განვითარების მიზნით, სალომე ზურაბიშვილის ფონდი რესურსების მოზიდვას იწყებს არსებული და პოტენციური პარტნიორების მხარდაჭერით.

პრეზენტაციას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, კერძო სექტორის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები ესწრებიან.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლების დღის წესრიგი მორგებულია არჩევნებს, სამწუხაროდ, არ ფიქრობს ეკონომიკაში სისტემური ცვლილებების განხორციელებაზე და თვითგადარჩენის რეჟიმზეა გადასული
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2020
ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
სამედიცინო სერვისებზე მნიშვნელოვანი შეღავათების გაცემა დაიწყო
2 წლის შედეგებით Domenebi.ge უმსხვილესი დამოუკიდებელი რეგისტრატორია
ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ