ნათია თურნავა - ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად, პოტენციალი ძალიან დიდია

„დღეს ჩვენ გვაქვს ტურისტების საკმაოდ მზარდი ნაკადი ჩინეთიდან, თუმცა, ციფრებში გამოხატული ეს მაჩვენებელი არსებულ პოტენციალთან შედარებით საკმაოდ მოკრძალებულია“ , - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც ჩინეთის ქალაქ შანხაიში ვიზიტისას ტურისტული კომპანიის Ctrip-ის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან სამომავლო თანამშრომლობა განიხილა.

Ctrip ჩინეთისა და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ონლაინ ტურისტული სერვისების მიმწოდებელი ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. ის აქტიურად თანამშრომლობს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ჩინელი ტურისტული ტურების განხორციელების მიმართულებით.

„ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ გვექნება საკმაოდ სწრაფი და ეფექტური თანამშრომლობა ამ კომპანიასთან, რათა ერთობლივი ღონისძიებები დავგეგმოთ, ვასწავლოთ ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას - სასტუმროებს, რესტორნებსა და სხვა ტურისტულ სერვისების მიმწოდებელ კომპანიებს, თუ როგორ გახდნენ უფრო მიმზიდველები ჩინელი ტურისტებისთვის და ეს არის დიდი პოტენციალი და შემოსავლის დიდი წყარო, განსაკუთრებით მცირე სასტუმროებისა და სარესტორნო ინდუსტრიისთვის,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მაია ბითაძე - ევროპამ 50 წლით გაგვისწრო, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენც მივყვებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.11.2019
ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციაში არ ჩანს ოპოზიციური ძალა, რომელიც ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური ძალებისა და ელექტორატის ლიდერი გახდებოდა
„სამ რაან სპა-ცენტრი“ ევროპის საუკეთესო სპად დასახელდა