ფილარმონიასთან “ქართული მარშის”  წევრებმა ლგბტ თემის სიმბოლიკიანი დროშა დაწვეს

ფილარმონიასთან, სადაც “ქართული მარშის” წევრები არიან შეკრებილები, ლგბტ თემის სიმბოლიკიანი დროშა დაწვეს.

„ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განმარტა, რომ ეს იყო აქციის პირველი ნაწილი, ხოლო მეორე ნაწილი „მალე დაიწყება“, თუმცა ის კვლავ არ აკონკრეტებს სამოქმედო გეგმას და იმას, თუ რა მეთოდით აპირებენ კინოთეატრ „ამირანში“ შესვლას და ფილმის ჩვენების ჩაშლას.

„თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა, რომ მშვიდობიანად ჩავშალოთ ეს მარაზმი და ერთხელ და სამუადმოდ თავისი ადგილი მივუჩინოთ სოდომისტებს და იმ სატანის მოციქულებს, რომლებიც მუდმივად ახორციელებენ ქართველი ერის ტერორს. ჩვენ არ დავუშვებთ გეიპროპაგანდას, ჩვენი სიწმინდეების შეურაცხყოფას. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ამ ქვეყანაში იპარპაშონ იმ ადამიანებმა, რომლებიც არიან ქართველი ერის, ქრისტიანობის,ზნეობის და მორალის საწინააღმდეგოდ“, - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს