“ქართული მარშის“ წარმომადგენლები ვერის პარკიდან კინოთეატრ „ამირანისკენ“ დაიძრნენ

,,ქათული მარშის“ წარმომადგენლები, რომლებიც ვერის პარკში იყვნენ შეკრებილი, კინოთეატრ „ამირანისკენ“ დაიძრნენ.

ისინი კინოთეატრისკენ სტვენითა და შეძახილებით მიდიან, მათ შორის სკანდირებენ: „გაუმარჯოს საქართველოს“.

„ამირანთან“ მივიდა ერთ-ერთი სასულიერო პირიც, რომლის თქმითაც, ფილმთან „და ჩვენ ვიცეკვეთ“ დაკავშირებით საკუთარი პროტესტი უკვე გამოხატა იმით, რომ „ამირანთან“ მივიდა, უშუალოდ კინოთეატრში შესვლას და ფილმის ჩვენების ჩაშლას კი არ აპირებს.

აღსანიშნავია, რომ „ამირანთან“ პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობაა მობილიზებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა