„თბილისი მოლთან“ სასულიერო პირები და მოქალაქეები ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას აპროტესტებენ

„უზნეობა ძალადობისა და ნარკომანიის საწინდარია, ამ ფილმის ჩვენება ქრისტეს მეორედ ჯვარცმაა,- ამ ლოზუნგით „თბილისი მოლთან“ სასულიერო პირები და მოქალაქეები ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის გამართვას აპროტესტებენ. სასულიერო პირებმა და შეკრებილმა ადამიანებმა ლოცვა აღავლინეს.

„ვაპროტესტებთ გარყვნილების პროპაგანდას საქართველოში. ხელის შეშლა ნიშნავს, რომ ადამიანებს ვუქადაგოთ, რომ არ შეიძლება შიგნით შესვლა და ამ უზნეო ფილმის ყურება. აქ არანაირ ძალადობაზე არ არის საუბარი“, - განაცხადა აქციაზე მყოფმა მამა ათანასემ.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

ლევან აკინის ქართულ-შვედური ფილმის ჩვენება „თბილისი მოლში“ მდებარე კინოთეატრ „კავეაში“ 19:30 საათზე დაიწყება.

დავით უსუფაშვილი - „გერმანული მოდელი“ სწორედ იმიტომ იქნა შერჩეული, რომ იგი ყველაზე ადეკვატური კონტრნაბიჯია, რათა პროცესები კონტროლიდან არ გამოვიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.11.2019
ზაზა ფირალიშვილი - უბრალოდ, ივანიშვილს  ვერ წარმოუდგენია, რომ თავადაც ძველი ხელისუფლების მსგავსი შეცდომები მოსდის