„თბილისი გალერიასთან“ შეკრებილი სასულიერო პირები აცხადებენ, რომ ლოცვით გააპროტესტებენ ფილმის ჩვენებას

„თბილისი გალერიასთან” სასულიერო პირები არიან შეკრებილი და ლოცვას აღავლენენ. მათი განცხადებით, ისინი აპროტესტებენ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენებას. ასევე ტერიტორიაზე იმყოფება მრევლის ნაწილიც, რომლებსაც თან აქვთ ბანერი: „ფილმის გამშვებიცა და მნახველიც ისეო ქრისტეს მაგინებელია”.

სასულიერო პირების განცხადებით, ისინი პარაკლისს აღავლენენ და მშვიდობიანი ფორმით, ლოცვით გააპროტესტებენ ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენებას.

„თბილისი გალერიასთან” იმყოფება გურამ ფალავანდიშვილი. მისი განცხადებით, ისინი შეეცდებიან კინოთეატრში შევიდნენ.

„ხელებაწეული შევალთ და გამოვრთავთ ფილმს”,- აცხადებს გურამ ფალავანდიშვილი.

„გალერია თბილისის” შესასვლელთან საკმაოდ დიდი რაოდენობის სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ტერიტორიაზე ამ დროისთვის სიმშვიდეა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა