„გალერია თბილისთან“ სამართალდამცველებმა  დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით ერთ-ერთი მოქალაქის მიმდებარე ტერიტორიიდან გაყვანა სცადეს

“გალერია თბილისთან” მოქალაქე მივიდა, რომელსაც თან ევროკავშირის დროშა აქვს. მისი განცხადებით, ის, რაც ახლა ხდება არის “მოგონილი”. “სად იყვნენ 20 ივნისის ღამეს?” - აცხადებს მოქალაქე „გალერეასთან“ შეკრებილი იმ მოქალაქეების მისამართით, რომლებიც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერას აპროტესტებენ.

მისი ტერიტორიიდან გარიდება, დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, სამართალდამცველებმა სცადეს, თუმცა მოქალაქე კვლავ ტერიტორიაზე რჩება.

“გალერია თბილისთან” სასულიერო პირები და მრევლია შეკრებილი. ისინი ლიცვას აღავლენენ და ამბობენ, რომ ამ ფორმით მოსახლეობის “სულის გადარჩენას” ცდილობენ და ეწინააღმდეგებიან ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენებას.

სასულიერო პირები ამბობენ, რომ ისინი შესვლას არ აპირებენ დარბაზში.

ტერიტორიაზე იმყოფება გურამ ფალავანდიშვილი, რომელიც აცხადებს, რომ „შევა დარბაზში და ფილმს გამორთავს“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს