ფიზიკური დაპირისპირება დავით ბერძენიშვილსა და აქციის მონაწილეებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ბერძენიშვილმა ისინი ზონდერებად მოიხსენია

„წადი შე ნაცო“ - ასე მიმართეს აქციის მონაწილეებმა „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერს დავით ბერძენიშვილს. აქციის მონაწილეებსა და დავით ბერძენიშვილს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც დავით ბერძენიშვილმა მათ რუსეთის ზონდერები უწოდა. ინციდენტში სამართალდამცავები ჩაერივნენ და განმუხტეს.

„მე სოლიდარობას ვუცხადებ იმ ხალხს, ვისაც უნდა ფილმის ნახვა და ეს ადამიანები, რომლებიც ჯგროდ არიან მაგრები, როცა ვეუბნები, რომ ინდივიდუალურად მოდით თუ რამე პრეტენზია გაქვთ, მაშინ ძალიან კურდღლები არიან. მთავარი და არსებითი არის ის, რომ ეს არის ხელოვნება. ადამიანებს აქვთ ფილმის ნახვის უფლება, რომელიც ბევრ ქვეყანაშია მოწონებული. ამ ხალხს, რომლებსაც მათი სიგრძე საბჭოთა მანდატები ჰქონდათ კომუნისტების დროს, ახლა გახდნენ მორწმუნეები. ამ ადამიანებს აქვთ ფილმის ნახვის უფლება, ხელისუფლება ამ უფლება არ იცავს სათანადოდ. ეს არის ზონდერ ბრიგადები. მათი ნაწილი გულწრფელია, მათი მოთავეები სანდრო ბრეგვაძე ყველა ხელისუფელბის შეკვეთას ასრულებდა. ესენი არიან რუსული შეკვეთის შემსრულებელი ადამიანები,“ - განაცხადა ბერძენიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა