ეკა ბესელია საპროტესტო აქციაზე - ჩემთვის გაუგებარია, ეს არის გულწრფელი პროტესტი თუ როლი, რომელსაც გარკვეული შემადგენელი აქვს

ცოტა მიკვირს და შეიძლება გაუგებარია ჩემთვის, ეს არის გულწრფელი პროტესტი ზოგიერთი იმ ადამიანის, რომელიც ასეთი მორალისტური ლოზუნგით გამოდის, თუ ეს არის როლი, რომელსაც აქვს გარკვეული შემადგენელი, - ასე აფასებს დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია კინოთეატრ "ამირანთან" მიმდინარე პროცესებს.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, მისთვის გამოხატვის ის ფორმა, რასაც აქციის მონაწილეები მიმართავენ, მიუღებელია.

"ვისურვებ, რომ ყველამ გამოხატოს საკუთარი აზრი ძალადობის გარეშე. ყოველგვარი შეხლა-შემოხლის და დრამატიზების გარეშე მოხერხდეს ის, რომ ადამიანებმა თქვან, თუ რამე არ მოსწონთ, მაგრამ ეს მოხერხდეს ისე, რომ სხვისი უფლებები არ დაირღვეს. ამიტომ ძალიან მაოცებს ცალკეული ფორმის ასეთი გამოხატულება საკუთარი პოზიციის. დღევანდელ ეპოქაში, ამ სამყაროში, ამ საუკუნეში, როდესაც ელემენტარული რაღაცეები მაინც არ უნდა იყოს სადავო, ის მაინც, რომ ყველას აქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება და შეგიძლია აირჩიო ის, რაც მოგწონს, ან გაემიჯნო, რაც არ მოგწონს და ეს გავაკეთოთ ცივილიზებული კულტურული და სამართლებრივი ნორმების დაცვით, ისეთი ფორმით, რომელიც არ ხელყოფს დემოკრატიის ელემენტარულ პრინციპებს. ეს არის ჩემთვის მთავარი რამ. ცოტა მიკვირს და შეიძლება გაუგებარია ჩემთვის, ეს არის გულწრფელი პროტესტი ზოგიერთი იმ ადამიანის, რომელიც ასეთი მორალისტური ლოზუნგით გამოდის თუ ეს არის როლი, რომელსაც აქვს გარკვეული შემადგენელი. ფორმა, რომლითაც ხშირად არის პროტესტი გამოხატული, მგონია, რომ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს სცდება",- განაცხადა ბესელიამ.

დეპუტატის თქმით, სახელმწიფომ უნდა დაიცვას ყველას უსაფრთხოება და არ უნდა იმოქმედონ შერჩევითი პრინციპით.

"სამართალდამცავი ორგანოების ვალდებულებაა ,ყველა ის ადამიანი, რომელიც თავისი კანონიერი უფლების რეალიზებას ცდილობს ,იყოს დაცული. კანონდარღვევის შემთხვევაში მოხდეს რეაგირება. ყველაზე ცუდი საყურებელი იქნება, თუკი იქნება შერჩევითი დამოკიდებულება, რომ ვიღაცამ გადააბიჯა კანონს, მაგრამ იმიტომ, რომ მას უფრო მეტად უწევენ ანგარიშს, რჩება კანონის რეაგირების მიღმა. ეს იქნება ყველაზე ცუდი მაგალითი და ყველაზე ცუდი პრეცენდენტი განმეორებითი დანაშაულებრივი ქმედებისთვის, ამიტომ სამართალდამცველებმა უნდა იმოქმედონ ზუსტად კანონის შესაბამისად",- განაცხადა ბესელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა