ლევან ვასაძე - პოლიცია გვირტყამს, შეურაცხყოფას გვაყენებს და არცხვენს მთელ კავკასიაში საქართველოს - ეს არის უმძიმესი დღე ჩემს ცხოვრებაში

ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, ვიდრე კინოთეატრ "ამირანში" არ დასრულდება ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება, მანამდე კინოთეატრის შესასვლელთან აპირებენ დგომას.

"პოლიცია გვირტყამს, შეურაცხყოფას გვაყენებს და არცხვენს მთელ კავკასიაში საქართველოს. ეს არის უმძიმესი დღე ჩემს ცხოვრებაში",- აღნიშნა ვასაძემ.

კითხვაზე, რას აპირებენ შსს-ს მოწოდებასთან დაკავშირებით, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და წესრიგი დაიცვან, ვასაძე პასუხობს, რომ "რაც უნდათ, ის ქნან".

"ამაზე მეტი სიმშვიდე სად გინახავთ?! ვაპროტესტებთ იმ საშინელებას, რასაც საქართველოს ნამუსის შერცხვენა ჰქვია. რასაც ვგეგმავთ, იმას ვაპირებთ, სანამ ეს საშინელება არ დამთავრდება აქ ვიქნებით", - განაცხადა ვასაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა