ნათია თურნავა „ამირანთან“  მიმდინარე მოვლენებზე - ნებისმიერი პროვოკაცია შეიძლება იყოს დიდი პრობლემის საწინდარი, რომელიც ჩვენ დაგვაკარგინებს ნდობას საერთაშორისო ინვესტორების თვალში

ნებისმიერი მსგავსი პროვოკაციული ქმედება შეიძლება იყოს დიდი პრობლემის საწინდარი, რომელიც ჩვენ დაგვაკარგინებს ნდობას საერთაშორისო ინვესტორების, ტურისტების, ზოგადად, ჩვენი პარტნიორების თვალში,- ასე აფასებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა კინოთეატრ "ამირანთან" მიმდინარე მოვლენებს.

ნათია თურნავამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ პოლიციის ლეგიტიმურ ქმედებებს დაემორჩილონ.

"რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რაც ხდება. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ მნიშვნელოვანი რეგიონალური ღონისძიებების მასპინძლობაზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი, როგორც უსაფრთხო, სტაბილური ქვეყნის იმიჯი შენარჩუნებული და განმტკიცებული იყოს. მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს, რომლებიც ახლა გამოსულები არიან ქუჩაში, რომ ნუ მიმართავენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, დაემორჩილონ პოლიციის ლეგიტიმურ მოწოდებებს და ნუ განახორციელებენ ისეთ ქმედებებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის იმიჯს ურტყამს",-განაცხადა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა