სერგო რატიანი „ამირანთან“ განვითარებულ მოვლენებზე - ეს ადამიანები არიან 37-იანი წლების მენტალური მემკვიდრეები და გვყავს ხელისუფლება, რომელიც მათი სულიერი მოკავშირეა

ეს ადამიანები არიან საბჭოთა კავშირის 37-იანი წლების მენტალური მემკვიდრეები და გვყავს ხელისუფლება, რომელიც მათი სულიერი მოკავშირეა, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი კინოთეატრ „ამირანთან“ განვითარებულ მოვლენებს.

"ეს პროპუტინური ჯგუფები ძალადობენ ადამიანებზე და გვასწავლიან, რას უნდა უყუროს საზოგადოებამ და რას არ უნდა უყუროს. ეს ადამიანები არიან საბჭოთა კავშირის 37-იანი წლების მენტალური მემკვიდრეები, რომლებიც ანადგურებდნენ და რეპრესიებს სჩადიოდნენ ჩვენი ინტელიგენციის და იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ქმნიდნენ ხელოვნებას. ეს კომუნისტები ასწავლიდნენ, რა უნდა დაეწერა მიხეილ ჯავახიშვილს და სხვებს. ჩვენ ვხედავთ ამ მენტალობის ნარჩენებს და გვყავს ხელისუფლება, რომელიც სულიერი მოკავშირეა ამათი და არაფერს აკეთებს, რომ აღკვეთოს ეს ძალადობა. მათ შეიძლება ესროლონ მაკო გომურს და სხვებს, როცა აპროტესტებენ პარლამენტში რუსი პოლიტიკოსების ყოფნას და სამაგიეროდ, ეს ძალადობა დაუშვან ქუჩებში. როცა ვიღაც ძალადობს, მორიდებით კი არ უნდა მოუწოდონ წესრიგისკენ, არამედ წესრიგი უნდა დაიცვან. ჩვენ ვხედავთ, სამართალდამცავები არასათანადოდ იქცევიან, უნდა გაკეთებულიყო კორდონი, რომელიც არ გაკეთებულა და პირველად არ ხდება, როცა ისინი ძალადობენ და ხელისუფლება არ იქცევა ადეკვატურად",- განაცხადა სერგო რატიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა