ნათია თურნავა თანამდებობის დატოვებაზე - დეპუტატი კობერიძე მოგვევლინა ნოსტრადამუსად

"ნაციონალური მოძრაობის" ნარატივია პირველ რიგში, რომელსაც ახმოვანებენ სხვადასხვა სიტუაციური პარტნიორები. ამ შემთხვევაში დეპუტატი კობერიძე მოგვევლინა ნოსტრადამუსად,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ,ნათია თურნავამ ჟურნალისტებს მის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა.

ნათია თურნავა მის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებულ ინფორმაციას არასერიოზულს უწოდებს და შავი პიარის ნაწილად აფასებს.

"მე მოვისმინე ერთ-ერთი ჩვენი ადგილობრივი ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება. თუ არ ვცდები, ეს იყო დეპუტატი კობერიძე, რომელიც გამოდიოდა თავისი წინასწარმეტყველებით. ეს არის სასაცილო და არასერიოზული. არის ზოგადად იმ შავი პიარის ნაწილი, რასაც ოპოზიცია ცდილობს და "ნაციონალური მოძრაობის" ნარატივია პირველ რიგში, რომელსაც ახმოვანებენ სხვადასხვა სიტუაციური პარტნიორები. ამ შემთხვევაში დეპუტატი კობერიძე მოგვევლინა ნოსტრადამუსად. ეს მიმართულია იმისკენ, რომ შეიქმნას განცდა, თითქოს რაღაც ხდება მთავრობაში, მაგრამ რასაკვირველია, წყაროც და თავად ინფორმაციაც არასერიოზულია და ამაზე სერიოზული კომენტარი ვერ მექნება",-აღნიშნა თურნავამ.

შეგახსენებთ, დღეს კიდევ ერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნათია თურნავამ შესაძლოა, ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა დატოვოს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო