ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების დასრულების შემდეგ „ამირანიდან“ გამოსული მაყურებლების მისამართით აქციის მონაწილეებმა პიროტექნიკა ისროლეს

კინოთეატრებში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პირველი სეანსი დასრულდა. რამდენიმე კინოთეატრი მაყურებელმა წინააღმდეგობის გარეშე დატოვა, თუმცა „ამირანიდან“ მოქალაქეები პოლიციას სპეციალური კორდონის საშუალებით გამოჰყავს.

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, „ამირანიდან“ გამოსვლისას მაყურებლების მისამართით კინოთეატრთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა პიროტექნიკა ისროლეს. აღნიშნულს პოლიციის მხრიდან ერთი პირის დაკავება მოჰყვა, რაც თავის მხრივ აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს.

აღსანიშნავია, რომ შეხლა-შემოხლისას რამდენიმე მოქალაქე შეუძლოდ გახდა.

ადგილზე ამ დრომდე ვითარება საკმაოდ დაძაბულია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო