ვაჟა სირაძე - პოლიციური ძალები რჩებიან ყველა კინოთეატრში და მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება დაიცვან

პოლიციური ძალები რჩებიან ყველა კინოთეატრში და მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება დაიცვან,-ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს “თბილისი გალერიში” განუცხადა, სადაც კინოთეატრ “კავეაში” ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება მიმდინარეობს.

ვაჟა სირაძის თქმით, ნებისმიერი სამართალდარღვევის აქტი აღკვეთილი იქნება და პოლიცია შესაბამის ზომებს მიიღებს.

“საქართველოს კინოთეატრებში სეანსი დადგენილ დროს დაიწყო და მიმდინარეობს. პოლიციური ძალები რჩებიან ყველა კინოთეატრში და მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება დაიცვან. გარდა აღნიშნულისა, ნებისმიერი სამართალდარღვევის აქტი აღკვეთილი იქნება და მივიღებთ შესაბამის ზომებს. კოსტავას გამზირზე, კინოთეატრ “ამირანთან” მოხდა გარკვეული ინციდენტები, რომლის დროსაც დაკავებულია 11 პირი. მოხდა გარკვეული ინციდენტი მოქალაქე ანა სუბელიანთან დაკავშირებით, რაზეც შს სამინისტრომ მყისიერი რეაგირება მოახდინა. დაწყებულია გამოძიება 126 -მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. ძალადობაში მონაწილე პირი დაუყოვნებლივ იქნა დაკავებული”,-განაცხადა სირაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა