საქართველოსა და კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მეორე რაუნდი გაიმართა

თბილისში, საქართველოსა და კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მეორე რაუნდი გაიმართა. საქართველოს მხრიდან კონსულტაციებს ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, კატარის მხრიდან - სამინისტროს გენერალური მდივანი აჰმედ ჰასან ალ-ჰამადი

პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოსა და კატარს შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

მხარეებმა კმაყოფილებით აღინიშნეს უკანასკნელ პერიოდში კატართან ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მზარდი დინამიკა თითქმის ყველა მიმართულებით. მათ ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის ეკონომიკის სფეროში მიღწეულ შედეგებს და ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობაზე ინვესტიციების მოზიდვისა და ტურიზმის სფეროებში, რაც ხელს უწყობს ხალხთა შორისი კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას. ხაზგასმით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობა.

მინისტრის მოადგილემ ალექსანდე ხვთისიაშვილმა სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებასთან და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევასთან დაკავშირებით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა