ანა ნაცვლიშვილი - გასუსულები არიან ოლიგარქია რომ იტაცებს ამ ქვეყანას, მარტო "გეიებზე" ახსენდებათ სამშობლო

გასუსულები არიან ოლიგარქია რომ იტაცებს ამ ქვეყანას, მარტო "გეიებზე" ახსენდებათ სამშობლო, - ასე აფასებს ანა ნაცვლიშვილი კინოთეატრებთან მიმდინარე საპროტესტო აქციებს. ანა ნაცვლიშვილის განცხადებას მოძრაობა „ლელო“ ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ადამიანები ვინც კინოჩვენების ჩაშლას ცდილობდნენ, ფეიკი პატრიოტები არიან.

,,რა ღუპავს საქართველოს? სიყალბე! აი, ეს ფეიკი პატრიოტები, რომლებიც ვითომ ქვეყანას იცავენ, მაგრამ გასუსულები არიან, როცა ქართულ მიწებს ისაკუთრებს და ადამიანებს იტაცებს ოკუპანტი, გასუსულები არიან, როცა ქვეყანა იცლება ადამიანებისგან, რომლებიც სიღარიბეს და უიმედობას გაურბიან საზღვარგარეთ, გასუსულები არიან, როცა ათასობით ბავშვი შიმშილობს, როცა მათი მშობლები თავზარდაცემულები არიან - რით გაიტანონ თავი, გასუსულები არიან, როცა ჰაერში იმდენი ტყვია ტრიალებს და პირდაპირი გაგებით გადაგვარებით და დაავადებით ემუქრება ქვეყნის მომავალ თაობას, გასუსულები არიან, როცა ადამიანები ცვივიან მშენებლობებიდან და იღუპებიან და ა.შ. გასუსულები არიან ოლიგარქია რომ იტაცებს ამ ქვეყანას, მარტო "გეიებზე" ახსენდებათ სამშობლო!

ეს ფილმი შეიძლება არ მოგწონდეს, გაღიზიანებდეს, ან არ გაინტერესებდეს და არ უყურო. ეს ყველას უფლებაა და დაცული უნდა იყოს. მაგრამ! ძალადობა და ძალადობის მუქარა არ არის გამოხატვის თავისუფლება, დანაშაულია! ნათელია, რომ ამ ჯგუფებს ხელისუფლება ახალისებდა და ახალისებს, და მერე იყენებს, როგორც "სიტუაციას სჭირდება" ისე, ზოგჯერ ძალის დემონსტრირებისთვის, ზოგჯერ ყალბი დღისწესრიგის შესადგენად და ყურადღების გადასატანად’, ’ -აცხადებს ანა ნაცვლიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო