დეა მეტრეველი - სამარცხვინო პროცესები ემსახურება ერთ მთავარ მიზანს, დაგვარწმუნონ, რომ „დამარცხებული“ საზოგადოება ვართ

სამარცხვინო პროცესები ემსახურება ერთ მთავარ მიზანს, დაგვარწმუნონ, რომ „დამარცხებული“ საზოგადოება ვართ, - ასე აფასებს მოძრაობა ,,ლელოს’’ ერთ-ერთი ლიდერი დეა მეტრეველი საქართველოს კინოთეატრებთან მიმდინარე აქციებს. მისი თქმით აქციების მიზანია საზოგადოების გახლეჩვა და ერთმანეთთან დაპირისპირება.

,,დღეს კინოთეატრ "ამირანთან" დაანონსებული ვითომ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია იყო არა მხოლოდ ძალადობრივი, არამედ სრულად ატარებდა ოკუპანტი ქვეყნის პროპაგანდისტულ ხაზს. ქართული საზოგადოების გახლეჩვის და დაპირისპირების მცდელობა ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ემსახურება და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ არის მიმართული. ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, მხატვრული ნაწარმოებების შინაარსის გამო, ხელოვანების და არტისტების დევნა, შსს-ს მხრიდან მხატვრული ნაწარმოებებზე მოკვლევის დაწყება თუ მსგავსი სხვა სამარცხვინო პროცესები ემსახურება ერთ მთავარ მიზანს, დაგვარწმუნონ რომ „დამარცხებული“ საზოგადოება ვართ და არ გაგვაჩნია განვითარების არანაირი პერსპექტივა’’, - განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ლელოს’’ ერთ-ერთმა ლიდერმა დეა მეტრეველმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს