თამარ ტალიაშვილი - ილუმინაციები არის საახალწლო ღონისძიებების აუცილებელი კომპონენტი, რომელიც ქალაქს ტურისტულ მიმზიდველობას სძენს

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, თამარ ტალიაშვილი საახალწლო ილუმინაციებთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს ტალიაშვილის თქმით, საახალწლო ილუმინაციები არის საახალწლო ღონისძიებების ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი, რომელიც ქალაქს ტურისტულ მიმზიდველობას სძენს. მის

„ამას ყოველწლიურად ელოდებიან ჩვენი მოქალაქეები და დედაქალაქის სტუმრები. საახალწლო ქალაქგაფორმების შედეგად, გასულ წლებში, თბილისი ცნობილი გამოცემების ობიექტივში სხვა ევროპული ქალაქების გვერდით მოხვდა და ეს ტენდენცია, ტურისტების მოზიდვის მიზნით, უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

მისივე თქმით, ხარისხიანი სადღესასწაულო დეკორაციები, უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურ ხარჯვას, ვინაიდან მისი საექსპლუატაციო ხარჯი უამინდობისას გაცილებით ნაკლებია.

„მნიშვნელოვანია, რომ იგეგმება გასული წლის ილუმინაციების თბილისის გარეუბნებში გადატანა. მე,როგორც ერთ-ერთი არაცენტრალური უბნის მაჟორიტარი, ვიმედოვნებ, რომ ჩემი ზღვისუბნის ტერიტორიაზეც განთავსდება სადღესასწაულო დეკორაციები, რაც გაალამაზებს რაიონს“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა