საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა- ბაზრობაზე WTM London 2019 მიიღო მონაწილეობა. World Travel Market 2019 ტურიზმის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პლათფორმაა, სადაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის, უმსხვილესი ტურისტული სერვისის მიმწოდებლები არიან წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ საქართველო ლონდონის გამოფენაზე ევროპის მთავარ პავილიონში იყო წარმოდგენილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული დეპარტამენტიდან აცნობეს დიდ ბრიტანეთში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა- ბაზრობაზე WTM London 2019 საქართველოს სტენდი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა მოინახულა.

World Travel Market 2019-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან ერთად საქართველოს სტენდზე თბილისის მერია, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი და 20-მდე კერძო სექტორი იყო წარმოდგენილი.

მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გამოფენა-ბაზრობაზე საქართველოს სტენდთან ღვინის დეგუსტაცია გაიმართა და ქვეყნის შესახებ პრეზენტაცია მოეწყო. სტენდზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ. დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს უნიკალურ ტურისტულ მიმართულებებს.

გამოფენა ბაზრობის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა შეხვედრები გამართა მსოფლიოს სხვადასხვა ავია კომპანიებთან, წამყვან ტუროპერატორებთან და მარკეტინგულ კომპანიებთან.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი საუდის არაბეთის სიდიდით მეორე ნაციონალური ავიკომპანია Flynas აღმასრულებელ დირექტორს ბანდერ ალმოჰანას შეხვდა.

„ფლაინასი“ ერ-რიადიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს 2 ოქტომბრიდან ზამთრის სეზონზე კვირაში 3-ჯერ ახორციელებს.

ლონდონის გამოფენის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შედგა საუდის არაბეთის ქალაქ ჯედადან ზამთრის სეზონზე თბილისის მიმართილებით კვირაში 2 სიხშირით რეისების გახსნაზე. ზამთრის სეზონზე საუდის არაბეთის მსხვილი ქალაქებიდან რიადი და ჯედა თბილისის მიმართულებით ფრენები ჯამში კვირაში 5 სიხშრით განხორციელდება.

ლონდონის გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ჰქონდა ფინეთის უმსხვილესი ავიაკომპანია ფინეარის (Finnair) წარმომადგენლებთან.

ფინეთის მხარემ დაინტერესება გამოთქვა საქართველოში რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით,შედგა შეთანხმება, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაბამის უწყებებთან ერთად გაგრძელდება მუშაობა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით

ფინეარი მსოფლიში მეექვსე უძველესი ავიაკომპანიაა, რომელიც უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. ფინეარი ჰელსინკიდან დაფრინავს აზიაში 130-ზე მეტი მიმართულებით, 40 ზე მეტ ქვეყანაში ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მიმართულებით.

„ჩვენ ჩამოვედით ძალიან მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგებით, ჩვენთვის სტარტეგიულად მნიშვნელოვან ავიაკომპანიებთან და მსხვილ ტუროპერატორებთან ძალიან ღირებული შეხვედრები შედგა.

გამოფენაზე„ World Travel Market 2019-ის ჩვენთან ერთად იმყოფებოდნენ ტურისტული სექტორის წარმომადგენელები, მათგან უკვე გვაქვს პოზიტიური უკუკავშირი იმასთან დაკავშრებით, რომ გამოფენის ფარგლებში მათ მივეცით უნიკალური საშუალება დაემყარებინათ კონტაქტები არამხოლოდ ლონდონის არამედ მსოფლიო მასშტაბით ცენტრალურად მნიშვნელოვანი ქვეყნების ტუროპერატორებთან.

ძალიან მოხარულები ვართ, რომ საქართველოს სტენდზე ვუმასპინძლეთ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს. ლონდონის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა კიდევ ერთი უნიკალური შანსია მსოფლიოს ვაჩვენოთ საქართველოს ტურისტული შესაძლებლობები და მოვიზიდოთ კიდევ უფრო მეტი მაღალმხარჯველიანი ტურისტი ევროპიდან“, - -განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა

ლონდონის ტურისტული გამოფენა 40 წელია ტარდება. WTM 2019 გამოფენა-ბაზრობაზე მსოფლიოს 200-მდე ქვეყნიდან ტურისტული ინდუსტრიის 50 ათასზე მეტი პროფესიონალი დაესწრო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა