გიგა ბოკერია, სერგი კაპანაძე და გიორგი კანდელაკი ამერიკელ კონგრესმენებს ადამ კინზინგერს და ალექსანდრ მუნისს შეხვდნენ

„ევროპული საქართველოს“ ლიდერები გიგა ბოკერია, სერგი კაპანაძე და გიორგი კანდელაკი ამერიკელ კონგრესმენებს ადამ კინზინგერს და ალექსანდრ მუნისს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიიდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივ ურთიერთობებს, დეოკუპაციის საკითხების საერთაშორისო დონეზე აქტუალიზაციისათვის გადასადგმელ ნაბიჯებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანთა უფლებების შელახვის ფაქტებს.

„ევროპული საქართველოს“ წევრებმა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიასთან დაკავშირებით, ამერიკელ კონგრესმენებს გააცნეს თავიანთი ხედვა სიის წევრების აშშ_ს სანქციებში მოსახვედრად. პარტიის პრესამსახურის ცნობით შეხვედრაზე განიხილეს ნატოსთან ინტეგრაციის სხვადასხვა მოდელები და აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა