მაყურებელმა „თბილისი გალერიში“ მდებარე კინოთეატრი „კავეა“ მშვიდ ვითარებაში დატოვა

„თბილისი გალერიში“ მდებარე კინოთეატრ "კავეაში" ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება დასრულდა. მაყურებელმა დარბაზი მშვიდ ვითარებაში დატოვა.

ფილმის დასრულებამდე სავაჭრო ცენტრის შენობაში, კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ გურამ ფალავანდიშვილი და მისი თანამოაზრეები. "თბილისი გალერის" მიმდებარე ტერიტორიაზე და შენობაში ფილმის ჩვენებას სასულიერო პირები, მრევლი, გურამ ფალავანდიშვილი და მისი მხარდამჭერები დაახლოებით 19:00 საათიდან აპროტესტებდნენ.

ფილმის დაწყებამდე სასულიერო პირებმა ლოცვა აღავლინეს, ჩატარდა ზეთისცხებაც, რაც მათი განცხადებით "სულის გადასარჩენად" იყო მიმართული.

ფალავანდიშვილი ხელებაწეული ითხოვდა პოლიციისგან, კინოდარბაზში შესვლის უფლება მიეცათ, თუმცა პოლიციამ მას ამის საშუალება არ მისცა. ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება კონოთეატრებში 9 და 10 ნოემბერსაც არის დაგეგმილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო