კინოთეატრ "ამირანთან" "ქართული მარშის" წევრებისა და ლევან ვასაძის მხარდამჭერების აქცია დასრულდა

კინოთეატრ "ამირანთან" "ქართული მარშის" წევრებისა და ბიზნესმენ ლევან ვასაძის მხარდამჭერების აქცია დასრულდა. ისინი ტერიტორიას უკვე ტოვებენ. ადგილს ტოვებს პოლიციაც.

კინოთეატრის შენობა პოლიციის თანხლებით დატოვეს ფილმის მაყურებლებმა. ამასთან, როგორც ფილმის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ლევან ვასაძემ განუცხადა, მათ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩაშლა სურდათ, თუმცა ამის საშუალება არ მიეცათ. როგორც ვასაძემ აღნიშნა, ფილმის ჩაშლის მცდელობა სხვა დღეებშიც ექნებათ.

"ჩაიშალა თუ არა ფილმის ჩვენება, ამას დრო გვაჩვენებს. ხვალაც იქნება მობილიზება. ყველანაირად, ჩვენს ხელთა არსებული მეთოდებით გავაპროტესტებთ ამ საშინელებას. მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ ასეთი საზიზღარი ფილმების ჩვენება საქართველოში არ შეიძლება, რომ ეს არის შარჟი და არა კინოპრემიერა, როდესაც 800-კაციან კინოთეატრში მხოლოდ 10 კაცი ზის და ამას 1000 პოლიციელი იცავს, ეს არ არის კინოთეატრი. პოლიციელებმა, ჩაფხუტიანმა სპეცრაზმმა გვირტყა. არაპრპორციული ძალა იყო გამოყენებული" , - აღნიშნა ვასაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა