ურსულა ფონ დერ ლეიენი - ევროპამ ძალაუფლების ენა უნდა ისწავლოს, „რბილი ძალაუფლების“ სტრატეგია დღევანდელ მსოფლიოში საკმარისია არაა

ევროკავშირმა გლობალურ პოლიტიკაში უფრო აქტიური როლი უნდა შეასრულოს, თუ მას საკუთარი ინტერესების დაცვა სურს, - ამის შესახებ ევროკომისიის არჩეულმა პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა ბერლინში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ევროპამ ძალაუფლების ენა უნდა ისწავლოს. ერთი მხრივ, ეს გულისხმობს საკუთარი კუნთების გაძლიერებას იმ სფეროებში, სადაც დიდი ხანია სხვაზე ვართ დამოკიდებული - მაგალითად უსაფრთხოების პოლიტიკაში და მეორე მხრივ, არსებული ძალაუფლების უფრო მიზნობრივად მიმართვას იმ სფეროებისკენ, სადაც ევროპას ინტერესები გააჩნია,“ - განაცხადა გერმანიის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, მომავალში ევროკავშირის პარტნიორები ბლოკისგან უფრო ძლიერ პოზიციებს უნდა ელოდნენ, ვინაიდან „რბილი ძალაუფლების“ ყოფილი სტრატეგია დღევანდელ მსოფლიოში საკმარისია არაა.

ურსულა ფონ დერ ლეიენი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ნატო-ს შესახებ გაკეთებულ კომენტარსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მიუხედავად დაბრკოლებებისა, „ალიანსმა დაამტკიცა, რომ ის თავისუფლების დამცავი ფარია.“

ევროკომისიის არჩეულმა პრეზიდენტმა ევროკავშირის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბლოკის ამჟამინდელი 28 წევრი ქვეყნის მოსახლეობა შეიძლება დაბერებასა და შემცირებას განიცდის, მაგრამ "ევროპა მაინც ბევრად უფრო მიმზიდველია, ვიდრე ჩვენ ეს გვგონია."

”ჩვენ გვაქვს ისეთი რამ, რაც ფასდაუდებელია: კანონის უზენაესობა, თავისუფლება, დემოკრატია, მრავალფეროვანი ცხოვრების სტილი. ეს არის ის, რასაც ახალგაზრდები ჩინეთსა და რუსეთში ვერ პოულობენ,” - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.

ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო