ბრაზილიის ექს-პრეზიდენტი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ლუის იგნასიო ლულა დე სილვა 18-თვიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ლულა დე სილვა, რომელსაც კორუფციული ბრალდებების გამო 2018 წელს 12- წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაათავისუფლეს. აღნიშნული გადაწყვეტილება სასჯელის აღსრულების პრაქტიკის შეცვლას ითვალისწინებს და მსჯავრდებულების დაპატიმრებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუკი მათ მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს სამივე ინსტანციის სასამართლო გამოიტანს. აქამდე მოქმედი წესით კი ბრალდებულებს გამამტყუნებელი განაჩენის პირველივე ინსტანციის სასამართლოში გამოტანისთანავე აპატიმრებდნენ.

აღნიშნული ცვლილება ყოფილ პრეზიდენტთან ერთად ათასობით მსჯავრდებულს შეეხო.

74 წლის ექს-პრეზიდენტი ქვეყნის სათავეში 2003-2010 წლებში იდგა. ლულა დე სილვა გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც აპირებდა მონაწილეობის მიღებას, თუმცა ის კორუფციული ბრალდებების გამო დააპატიმრეს.

გათავისუფლებულმა ექს-პრეზიდენტმა მხარდამჭერებთან პირველი კომენტარი გააკეთა, ბრალდებები კიდევ ერთხელ უარყო და განაცხადა, რომ თავის უდანაშაულობას დაამტკიცებს და ბრაზილიის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას განაგრძობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო