ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი კაკულიას დღეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი კაკულიას დღეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი კაკულიას და ფოთის მერიის თანამშრომლის ნიკოლოზ გრიგოლიას ადვოკატმა ნუგზარ ტეყებუჩავამ განუცხადა, სასამართლო პროცესი ხვალ ზუგდიდში გაიმართება.

„დაკავებულებს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ. ველოდები გამომძიებლის ზარს, რათა ამ პროცესს დავესწრო. ხვალ კი ზუგდიდში გაიმართება სასამართლო პროცესი და ამის შემდეგ გადაწყვეტს სასამართლო, აღკვეთის ღონისძიების რომელი სახე იქნება შერჩეული, გირაო თუ პატიმრობა"- აღნიშნა ნუგზარ ტყებუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე და მასთან ერთად კიდევ 3 პირი გუშინ დააკავეს. დაკავებულებს ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს