არჩილ თალაკვაძე  - მოსამართლეობის არაერთმა კანდიდატმა გამოავლინა თავისი კომპეტენცია -არიან კანდიდატები, რომლებსაც შესაძლოა, პარლამენტმა მხარი არ დაუჭიროს

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის არაერთმა კანდიდატმა გამოავლინა თავისი კომპეტენცია და ვფიქრობ, ისინი პასუხობენ მოთხოვნებს, რომელიც უზენაესი სასამართლოს წევრობისთვის არსებობს,“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს. თალაკვაძის თქმით, შესაძლოა პარლამენტმა ზოგიერთ მათგანს მხარი არ დაუჭიროს.

„არაერთმა კანდიდატმა გამოავლინა თავისი კომპეტენცია და ვფიქრობ, ისინი პასუხობენ მოთხოვნებს, რომელიც უზენაესი სასამართლოს წევრობისთვის არსებობს. არიან კანდიდატები, რომლებსაც შესაძლოა, მხარი არ დაუჭიროს პარლამენტმა. საბოლოო შედეგებს ნახავთ მაშინ, როდესაც კენჭისყრა ჩატარდება. გარწმუნებთ, რომ კენჭისყრის შედეგებიც იქნება გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი. კენჭისყრა ჩატარდება თითოეულ კანდიდატზე ინდივიდუალურად და თითოეულ მოქალაქეს შეეძლება ნახოს, თუ რომელ კანდიდატს ვინ დაუჭირა მხარი,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა