დიმიტრი პესკოვი - პრეზიდენტ ტრამპისგან ჯერ არ მიგვიღია ოფიციალური პასუხი, დაესწრება თუ არა მოსკოვში 9 მაისის აღლუმს

მოსკოვს ჯერ კიდევ არ მიუღია პასუხი გამარჯვების აღლუმზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დასწრების შესახებ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ოფიციალური პასუხი პრეზიდენტ ტრამპისგან ჯერ არ მიგვიღია“,-განაცხადა პესკოვმა.

გუშინ, 8 ნოემბერს, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ მოწვევა მიიღო მოსკოვში, 9 მაისის აღლუმზე დასასწრებად. ამასთან, ტრამპმა გამოთქვა ეჭვი, რომ შესაძლოა, აღლუმს შტატებში მიმდინარე საარჩევნო კაპანიის გამო ვერ დაესწროს.

ივნისში, იაპონიაში „დიდი ოცეულის“ სამიტზე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის სერიოზულად განიხილავდა ვლადიმერ პუტინის მიწვევას, 9 მაისს მოსკოვში ჩასვლასთან დაკავშირებით.

ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს