სახალხო დამცველი -  ძალადობას ჰყავდა ორგანიზატორები და წამხალისებლები, იყო წინასწარ დაანონსებული და იყო მოწოდებები ძალადობისკენ

„ძალადობას ჰყავდა ორგანიზატორები და წამხალისებლები, იყო წინასწარ დაანონსებული და იყო მოწოდებები ძალადობისკენ“, - ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოსეანსის ჩაშლის მცდელობას.

სახალხო დამცველის განცხადებით, გამოძიება უნდა დაიწყოს ძალადობის ორგანიზების მუხლით, რომლის მსხვერპლიც კინოთეატრ „ამირანთან“ მისული სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი გახდა. სახალხო დამცველი დამამძიმებელ გარემოებებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ გამოძიებამ პასუხისმგებლობის განსაზღვრის დროს დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილ დანაშაულზეც უნდა იმსჯელოს.

„მიმაჩნია, რომ არამარტო ის ინდივიდუალური პირები უნდა იყვნენ პასუხისგებაში მიცემული, რომლებიც იქ ძალადობდნენ, არამედ ვფიქრობ, რომ ადგილი ჰქონდა ძალადობის ორგანიზებას და გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს ძალადობის ორგანიზების მუხლით, რადგან ჩემი აზრით, ამას ჰყავდა თავისი ორგანიზატორები, წამხალისებლები და ადგილი ჰქონდა ძალადობისკენ მოწოდებებს, როდესაც ითქვა, რომ უნდა დაიძრას ეს ხალხი, გაარღვიონ პოლიციის კორდონი და ა.შ. ვფიქრობ, მოწოდებები დაიწყო უკვე დღეების წინ, როდესაც ითქვა, რომ აპირებდნენ შესვლას, კინოს ჩვენების გათიშვას და ა.შ. თუმცა უშუალოდ რეალური საფრთხე ალბათ წამოვიდა, როცა „ვერის პარკში“ ითქვა, რომ გარღვეული უნდა იყოს პოლიციის კორდონი“, - განაცხადა ლომჯარიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობასთან დაკავშირებით, სახალხო დაცველმა აღნიშნა, რომ უმჯობესი იქნებოდა, პოლიციას აგრესიულად განწყობილი ჯგუფები არ მიეშვა კინოთეატრის შესასვლელის სიახლოვეს და კორდონი უფრო შორს მოეწყო, რათა მოძალდეებსა და ჩვეულებრივ მოქალაქეებს შორის მეტი დაშორება და მეტი უსაფრთხო სივრცე ყოფილიყო.

„ჩვენი დამკვირვებლებიც იქ იყვნენ, შიგნითაც და მათი განცხადებითაც, ძალიან ახლო კონტაქტი ჰქონდათ რეალურად მოძალადე ადამიანებს და მშვიდობიან მოქალაქეებს“, - აღნიშნა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის თქმით, ასევე შესასწავლია პოლიციელთა ქმედებები მოქალაქეთა დაცვის თვალსაზრისით, ვინაიდან ანა სუბელიანის ცნობით, როდესაც მას ემუქრებოდნენ, ის დახმარებას ითხოვდა პოლიციისგან, მაგრამ პოლიცია გულგრილი იყო მის მიმართ და შედეგად, ანამ ფიზიკური დაზიანება მიიღო.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ და სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ დაზარალებული ანა სუბელიანი საავადმყოფოში მოინახულეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს