სამ ეპიზოდზე ყაჩაღობისთვის ბრალდებულს 5 წლით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ყაჩაღობის 3 ეპიზოდზე და ბრალდებული ლ.ხ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ლ.ხ. 2019 წლის 6 აგვისტოს, ქ.თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე შპს "რომპეტროლ საქართველოს" ავტოგასამართ სადგურზე, იარაღით თავს დაესხა ბ. ჩ.-ს, ბ.ჩ.-ს და გ. ზ.-ს, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარითმათ 560 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ასევე, დადგინდა, რომ ლ.ხ. 2019 წლის 10 აგვისტოს, დავით აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე შპს მაღაზია „ეკო მარკეტში“ და დიდი დიღმის გამოსასვლელთან მდებარე სს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" ავტოგასამართ სადგურზე, იარაღით, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, თავს დაესხა ქ.მ.-ს , ა.მ.-ს და ა.მ.-ს, მათ 711.20 ლარი გასტაცა და მიიმალა.

სამართალდამცველებმა ლ.ხ. 2019 წლის 10 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება 3 ეპიზოდზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლ.ხ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა