„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების ფარგლებში, შეხვედრებს აგრძელებენ

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ლიდერები რეგიონებში შეხვედრებს აგრძელებენ, სადაც ადგილობრივების პრობლემებს ისმენენ და გამარჯვების შემდეგ დახმარებას აპირებენ.

„პარტიის ლიდერები გრიგოლ ვაშაძე და დავით კირკიტაძე შიდა ქართლის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელ ბადრი ბასიშვილთან ერთად კასპისა და სოფელ ოკამის მოსახლეობას შეხვდნენ.

მცხოვრებლების მთავარი პრობლემა უმუშევრობაა, მათ უკიდურეს გაჭირვებაში უწევთ ცხოვრება, ადგილობრივი ხელისუფლება კი დასახმარებლად არაფერს აკეთებს და საარჩევნო დაპირებები კვლავ შეუსრულებელია“, - აღნიშნულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა