ბიძინა ივანიშვილი  - განათლება უმოკლესი გზაა თავისუფლებისკენ

„განათლება უმოკლესი გზაა თავისუფლებისკენ. განათლება გაძლევს პროფესიას, პროფესია კეთილდღეობისკენ გზაა,“ - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუში განაცხადა, რომელსაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს. განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრისას ივანიშვილი სტუდენტობის პერიოდს იხსენებს და აღნიშნავს, რომ სწორედ მაშინ შენიშნა ამ სფეროში არსებული ხარვეზები.

„მე ჯერ კიდევ მოსკოვში, ასპირანტურაში ვსწავლობდი, როდესაც საქართველოს განათლებამ და განათლების დონემ პირველად მიიქცია ჩემი ყურადღება. შევამჩნიე, რომ განათლების დონე და ატესტატებში ნიშნები იყო აცდენილი და ამან ჩემი გულწრფელი შეშფოთება გამოიწვია.

მახსოვს, თბილისში დავბრუნდი, ჩემს მეგობრებს ეს შეშფოთებულმა მოვუყევი და წერილიც გავამზადე. ერთი ჩემი მეგობარი ხშირად წერდა და მას ვთხოვე დახმარება, რომ გამყოლოდა, „ახალგაზრდა კომუნისტი“ იყო მაშინ და იქ მინდოდა დაბეჭდვა ამაზე. გახსოვთ საბჭოთა კავშირის დროს დამახინჯებული სისტემა, რომ დიპლომი იყო უმოკლესი გზა და არა განათლება, არა შინაარსი, არამედ ფორმა და ეს იყო მძიმე დრო. ჩემმა სამეგობრომ იცის, რომ მაშინ გონგის შემოკვრა გადავწყვიტე, რომ თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ ქართველებს შეიძლება ძალიან გაგვიჭირდეს, როდესაც სიტუაცია შეიცვლება და არა დიპლომს, არამედ ჭეშმარიტად ცოდნას დაედება ფასი. მახსოვს, „ახალგაზრდა კომუნისტში“ წერილი მივიტანე, არ დამიბეჭდეს, იმედგაცრუებული წამოვედი. შესაბამისად, ალბათ არაორდინალურები არ ვიყავით მე და ჩემი მეუღლე, როდესაც პირველი ბჭობა დავიწყეთ, გაგვიჩნდა საშუალება, რომ ქვეყანას დავხმარებოდით. ეს იყო მემგონი 1992 წელი. აზრადაც არ მოგვსვლია, რომ ჩვენ უნივერსიტეტის მშენებლობა დაგვეწყო მაშინ. არსებულის დახმარებას ვახერხებდით, “ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ამ უნივერსიტეტის გახსნა არამხოლოდ ქუთაისს, არამედ დასავლეთსაც გამოაცოცხლებს.

"ისტორიულად ქუთაისს ჰქონდა საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქცია და ვფიქრობ, ქუთაისი იყო საუკეთესო არჩევანი. ძირითადად თბილისშია უმაღლესი სასწავლებლები და ამ ფონზე დასავლეთსა და აღმოსავლეთში სტუდენტების გაყოფა და გადახარისხებაც კი მოხდება. ამდენად, არამხოლოდ ქუთაისს, არამედ დასავლეთსაც გამოაცოცხლებს. ეს უნივერსიტეტი მხოლოდ ნაწილი იქნება იმ დიდი სისტემისა, რასაც ჩვენი სახელმწიფო აპირებს. იცით, რომ 2021 წლიდან განათლებაზე დაიხარჯება ბიუჯეტის 25%. შეგვიძლია, რომ 8 წელში პრინციპულად განსხვავებული შედეგი დავინახოთ. თუ ამხელა სახსრებს დავხარჯავთ, შეგვიძლია ძალიან კარგი შედეგი მივიღოთ. განათლებული და წარმატებული ქვეყნების წიგში ჩავეწერებით,“ - განაცხადა ივანიშვილმა.

ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შესაძლოა, დასავლეთს არ ეპიტნავებოდეს „ქართული ოცნება,“ მაგრამ მან დაამტკიცა, რომ შეუძლია პარტნიორობაც და სტაბილურობის უზრუნველყოფაც, რაც დასავლეთისთვის პრიორიტეტულია
უსაფრთხოებაზე გამავალი ერთობა: მოსაზრებები, შესაძლებლობები, შეთავაზებები
სილქფესტი ფასდაკლებების კვირეულს ხუთი ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებით უერთდება
Wolt-ის ლურჯი პარასკევი დაიწყო
ახალი Economy და Isolated კატეგორიები Bolt-ის აპლიკაციაში
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს ონლაინ, B2B ფორმატში გამართავს
„9 შავი პარასკევი“ ექსტრაზე Mastercard-ისგან